მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდინიო: “ბარსას” 1/2 ფინალში გასვლა შეუძლია”

რონალდინიო: “ბარსას” 1/2 ფინალში გასვლა შეუძლია”

“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, რონალდინიო იმედოვნებს, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები” ჩემპიონთა ლიგის მეორე მეოთხედფინალურ მატჩში დეფიციტის აღმოფხვრას შეძლებენ.

“ვფიქრობ, “ბარსელონა” სხვაობის გათანაბრებას შეძლებს, მაგრამ ეს რთული იქნება. ასეთ მომენტებში დიდებული მოთამაშეები წყვეტენ დაპირისპირების ბედს.“-ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური საიტი.

ბრაზილიელმა კომენტარი გააკეთა “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩზეც სადაც კატალონიელებმა 6:1 გაიმარჯვეს.

“ეს შესანიშნავი, ისტორიული შეხვედრა იყო. გამიმართლა, რომ ორივე გუნდში ვითამაშე, ახლა კი “ბარსელონას” ელჩი ვარ. ეს საოცარი დაპირისპირება ხალხს დიდი ხანი ემახსოვრება.“-ამბობს ბრაზილიელი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში