მატჩის პრევიუ: “იუვენტუსი” – “ბარსელონა”

მატჩის პრევიუ: “იუვენტუსი” – “ბარსელონა”

უეფას ჩემპიონთა ლიგა დიდებული მატჩით ბრუნდება. 1/4 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ტურინის “იუვენტუსი” და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. მატჩი ტურინული კლუბის სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბოლოს ეს გუნდები 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, რომელიც ბერლინში შედგა. კატალონიელებმა იტალიელები 3:1 დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის თასი მეხუთედ აღმართეს.

თუმცა, “ბარსას” ტურინში გამარჯვება არასდროს მოუპოვებია, სადაც “იუვენტუსს” 21 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს ევროპულ არენაზე (12 გამარჯვება და 9 ფრე).

კატალონიელები მეოთხედფინალში ზედიზედ მე-10 სეზონია იმყოფებიან. ამავდროულად, “ბებერი ქალბატონი”, მიუხედავად მისი ისტორიული ადგილისა ევროპულ ელიტაში, მხოლოდ მეათედ ითამაშებს 1/4 ფინალურ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში, რომელიც 1992 წელს დაიწყო.

ლიონელ მესი 11 გოლით ტურნირს ლიდერობს და “იუვენტუსის” დაცვისგან დიდ ყურადღებას იქცევს. ამ მატჩში, “ბარსას” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგე დანი ალვესი გახდება, “ბლაუგრანას” ყოფილი მცველი, რომელმაც იტალიურ გრანდთან კონტრაქტი გასულ ზაფხულში, “ბარსელონაში” რვა გატარებული სეზონის შემდეგ გააფორმა.

ორივე გუნდს ჰყავს საკვანძო მოთამაშეები, რომლებსაც საპასუხო მატჩის გამოტოვებასთან ერთი ყვითელი ბარათი აშორებთ. “ბარსას” მხრიდან – ნეიმარი, ივან რაკიტიჩი და პიკე, ხოლო “იუვენტუსის” მხრიდან – ხუან კუადრადო.

გუნდის შემადგენლობა

მეკარეები: მარ-ანდრე ტერ შტეგენი, იასპერ სილესენი, ხორდი მასიპი.

მცველები: პიკე, ხავიერ მასკერანო, ხორდი ალბა, ლუკა დინი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ჟერემი მატიე, ალეიშ ვიდალი (ტრავმირებული).

ნახევარმცველები: რაკიტიჩი, დენის სუარესი, ანდრეს ინიესტა, ანდრე გომეში, კარლეს ალენია, ალექს კარბონელი, სერხიო ბუსკეტსი (დისკვალიფიცირებული), არდა თურანი (ტრავმირებული).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი, პაკო ალკასერი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი