მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი დარწმუნებულია, რომ დიბალა “ბარსელონას” შესანიშნავად მოერგებოდა

ჩავი დარწმუნებულია, რომ დიბალა “ბარსელონას” შესანიშნავად მოერგებოდა

“ბარსელონას” ლეგენდარული ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი, რომელიც ამჟამად ყატარულ “ალ-სადში” თამაშობს, თვლის, რომ “იუვენტუსის” თავდამსხმელს, პაულო დიბალას კატალონიურ კლუბთან ადაპტაციის გავლა არ გაუჭირდებოდა.

“ბარსელონა” არგენტინელი ფეხბურთელის მომსახურებით დაინტერესებულია, რომელიც, თავის მხრივ, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს.

“დიბალა “ბარსელონას” თამაშს შესანიშნავად მოერგებოდა, თუ გუნდის ფეხბურთელებს გავითვალისწინებთ. ის ღმერთისგან დიდ ნიჭს ფლობს და ნებისმიერი გრანდის შემადგენლობაში თამაში შეუძლია. იტალიაში დიბალა მოედანზე გადამწყვეტ როლს თამაშობს, რაც ისეთ გუნდში, როგორიც “იუვენტუსია”, ადვილი არ არის.” – განაცხადა ჩავიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში