“რეალ ბეტისი” – მორიგი 5–იანი?..

“რეალ ბეტისი” – მორიგი 5–იანი?..

დღეს, თბილისის დროით ღამის პირველ საათზე, კატალონიის “ბარსელონა”, “ნოუ კამპზე” “სეგუნდა დივიზიონის” ერთპიროვნულ ლიდერს, “ბეტისს” უმასპინძლებს. კატალონიური კლუბის მსგავსად, “ბეტისმა” “სამეფო თასის” მეოთხედ–ფინალში გასვლა შეძლო და ისიც “მოახერხა”, რომ არა რომელიმე სუსტ, ან საშუალო დონის გუნდს (რაც ასე მრავლად გვხვდება ესპანეთში), არამედ თვით “ბარსელონას” დაპირისპირებოდა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ თავებს უნდა დააბრალონ…

…მაგრამ “ბეტისისთვის” ყველაფერი ისე რთულად არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ცოტა ხნის წინ “ბარსას” 6 ფეხბურთელი ციურიხში გახლდათ. ეს ყველაფერი კი “მხოლოდ” იმის გამო, რომ ისინი 2010 წლის იდეალურ 11–ეულში მოხვდნენ. ამ ექვს ფეხბურთელში კი მართლაც, რომ 2010 წლის იდეალური ფეხბურთელები, პიკე, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, ვილია და რაღა თქმა უნდა, ლეო მესი მოხვდნენ. თუმცა, ისინი ციურიხში მხოლოდ ამისთვის არ ჩასულან. ჩავი, მესი და ინიესტა “ოქროს ბურთისთვის” იბრძოდნენ. იმ “ოქროს ბურთისთვის”, რომელიც ლეო მესის, ზედიზედ მეორედ ხვდა წილად. ასეა, თუ ისე, ახლა ფეხბურთელები ბარსელონაში იმყოფებიან და “სამეფო თასის” მორიგი შეხედრისთვის ემზადებიან. შესაძლოა ისინი ცოტათი გადაღლილებიც გახლდნენ, მაგრამ “ბარსა” რის “ბარსაა” ეს გადაღლილობა, რომ შეეტყოთ. ასე, რომ “ბეტისს” საქმე რთულად “ორი შეხედვითაც” ჰქონია.

მოგეხსენებათ კატალონიელები და ანდალუსიელები ერთმანეთს კიდევ ერთხელ, მომავალ კვირას, ახლა უკვე “ბეტისის” სტადიონზე დაუპირისპირდებიან. ასე, რომ პეპს და მის გუნდს თავი შეუძლია ძალიან მშვიდად იგრძნონ და მეტიც, მოედანზე ისეთი ფეხბურთელები გამოვიდნენ, რომლებსაც ბევრი სათამაშო დრო არ გააჩნიათ (შეიძლება – პირობითად). მოკლედ, თუ “ბეტისმა” ამ შეხვედრაში რაიმეს წამოკრა ხელი, მაშინ მომავალი კვირისთვის ძალიან ბევრი საფიქრალი და სანერვიულო გაუჩნდებათ. ასე, რომ “ბეტისს” საქმე რთულად “სამი შეხედვითაც” ჰქონია.

მოდით გავიხსენოთ 2010 წლის 8 დეკემბერი. რაიმეს გეუბნებათ ეს თარიღი? შეიძლება თქვენ არა, მაგრამ ანდალუსიელებს ძალიან ბევრ რამეს ეუბნება. მაგალითად იმას, რომ ამ დღეს “ბეტისმა” ლუის ენრიკეს “ბარსა ბ”–სთან “სეგუნდა დივიზიონის” ერთ–ერთ ტურში ფრედ, 2–2 ითამაშა.

მოდით, ახლა ყველაფერს სხვა კუთხით შევხედოთ. “ბეტისი” “კამპ ნოუზე” რაღა თქმა უნდა მეორეხარისხოვან როლს ითამაშებს. ისინი შესაძლოა ახლა “სეგუნდა დივიზიონის” ბინადარნი არიან, მაგრამ მათ შეძლეს და დაამარცხეს “პრიმერა დივიზიონის” “ბინადარგუნდებადწოდებული” “სარაგოსა” და “ხეტაფე” (აბა ამის გარეშე ასეთ “შარში” თავს კი არ გაყოფდნენ). ამ გუნდს “ბარსელონა”, და არამარტო “ბარსელონა”, ძალიან ბევრჯერ ყავს “გამწარებული”. 1994 წელი – “ბეტისი” “სეგუნდა დივიზიონშია”, მაგრამ ახერხებს და “სამეფო თასიდან” თიშავს ისეთ გუნდს, როგორიცაა “ოცნების გუნდად” წოებული “ბარსელონა”. ასე, რომ ბერვჯერ (ან ძალიან ბევრჯერ) თუ შევხედავთ ამ ორ გუნდს, მაშინ “ბეტისის” საქმე ისე რთულად არაა, როგორც ეს ერთი, ორი, ან სამი შეხედვით ჩანს…

“ბარსელონა” – “ბეტისის” შეხვედრის დაწყების წინ, ფეხბურთელები და “ნოუ კამპზე” შეკრებილი პუბლიკა პატივს, გასულ შაბათს გარდაცვლილ ანხელ პედრასას მიაგებენ. პედრასა “ბარსელონაში” 1980 წელს გამოდიოდა. ამის შემდეგ კი მან კატალონიურ კლუბში 1984–88 წლებში იასპარეზა.

P.S. “რეალ ბეტისი” – მორიგი 5–იანი?..

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward