“ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა რონალდინიოს შესახებ ისაუბრა, რომელიც კატალონიური კლუბს ჩემპიონთა ლიგისა და პრიმერა დივიზიონის (2) მოგებაში დაეხმარა. “ბლაუგრანაში” ასპარეზობისას, ბრაზილიელი “ოქროს ბურთის” ლაურეატიც გახდა.
“ყოველთვის კარგია გუნდში ისეთი ფეხბურთელის ყოფნა, როგორიც რონალდინიოა. მისი გადმოსვლის მომენტში, “ბარსელონაში” რთული სიტუაცია იყო. გამოჩნდა ბრაზილიელი, სახეზე შეუცვლელი ღიმილით, მაღალი კლასით, დიდებული საფეხბურთო სტილითა და ცხოვრების თავისებული აღქმით. ის ჩვენ ზეწოლისგან გათავისუფლებაში დაგვეხმარა.
რონალდინიო ყოველთვის კარგ განწყობაზე იყო და ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებდა. მისი მადლიერები ვართ, რადგან ბრაზილიელმა სიტუაცია შეცვალა. ჩემი აზრით, ის “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა.”-ციტირებს პუიოლის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური საიტი.



