“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა მხარი დაუჭირა ჟერარ პიკეს, რომელმაც ახლო წარსულში მადრიდის “რეალი” გააკრიტიკა.
“ყოველთვის მზად ვართ მოვკვდეთ თანაგუნდელისთვის, მითუმეტეს თუ საქმე პიკეს ეხება, რომელიც “ბარსელონათი” ცხოვრობს.
დავინახე, რომ რაფინია ტრავმის გამო დამწუხრებული იყო. ვცდილობდით მისი განწყობა აგვემაღლებინა. “გრანადასთან” მატჩის შემდეგ წინსვლა უნდა გავნაგრძოთ. ანდალუსიური გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან სანაკრებო პაუზის შემდეგ თავდაჯერებულობა გვეგრძნო.
მე აგრეთვე შემიძლია ვთქვა, რომ მესი ყოველთვის გვენატრება.”-ამბობს რაკიტიჩი.



