“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ შესაძლოა, კარიერა ამერიკაში გააგრძელოს.
Don Balon-ის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” კაპიტნით, რომელმაც “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან ფინანსური დეტალების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, “ნიუ იორკ სიტი” დაინტერესდა.
ამერიკელები მზად არიან იმისთვის, რომ ფეხბურთელს სოლიდური ანაზღაურება და კომფორტული პირობები შესთავაზონ. აღსანიშნავია, რომ “ნიუ იორკ სიტის” რიგებში გამოდიან დავიდ ვილია და ანდრეა პირლო.


