ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი, დიეგო კოშტა მიიჩნევს, რომ მისი თანაგუნდელი ედენ აზარი “ბარსელონასა” და “რეალის” წინადადებებზე უნდა დაფიქრდეს. როგორც იცით ესპანური გრანდები ბელგიელით არიან დაინტერესებულნი.
დიეგოს თქმით, “ლურჯების” ლიდერი ტოპ-კლასის მოთამაშეა.
“ბარსელონასა” და “რეალს” ნებისმიერ დროს შეუძლიათ აზარის გაფორმება. ის “ჩელსიში” ბედნიერია, მაგრამ როცა შენი შეძენა ესპანურ გრანდებს სურთ გუნდის შეცვლაზე უნდა დაფიქრდე.”-ამბობს კოშტა.

