მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“დეპორტივოსთან” მატჩისთვის განაცხადი ცნობილია

“დეპორტივოსთან” მატჩისთვის განაცხადი ცნობილია

დღევანდელი სავარჯიშო სესიის შემდეგ, ლუის ენრიკემ “დეპორტივოსთან” გასამართი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.

ნეიმარი და რაფინია ტრავმირებულებს, ალეიშ ვიდალსა და ჟერემი მატიეს შეუერთდნენ. ნეიმარი მარცხენა ფეხზე დისკომფორტს გრძნობს, რაფინიას კი გასტროენტერიტი (კუჭისა და ნაწლავების ანთება) აღენიშნება. ბრაზილიელები ხვალინდელ მატჩს გამოტოვებენ. ასევე განაცხადს მიღმა მწვრთნელის გადაწყვეტილებით ხორდი მასიპი დარჩა.

სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენის სუარესი, არდა თურანი, ინიესტა, ლუის სუარესი, მესი, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, სერხი რობერტო, გომეში, უმტიტი და ალენია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში