“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი, რომელიც ამჟამად “ალ-სადში” თამაშობს, ინტერვიუში მომავლის გეგმებზე საუბრობს.
– დღეს თქვენ ფეხბურთელი უფრო ხართ თუ მწვრთნელი?
– ყოველთვის ფეხბურთელი. ყოველთვის ენთუზიაზმით სავსე ვარ, როდესაც ვთამაშობ, მაშინაც კი, როცა სტადიონზე არავინაა. ამას მნიშვნელობა არ აქვს – მე უბრალოდ თამაში, გამარჯვება მიყვარს.
სამწვრთნელო კარიერა – ჩემი მომავალია, ის, რაც საუკეთესო გზით ასახავს ჩემს პიროვნებას, ცხოვრებას.
მე უკვე დავიწყე ყატარის ნაკრებში (U-23) მუშაობა, რომელიც 2022 წლის მუნდიალზე, გუნდის საფუძველი უნდა გახდეს.
– როდის დაიწყებთ მუშაობას სრული დაკავებით?
– სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი. მაგრამ შემდეგ სეზონში დაზუსტებით ვითამაშებ. მე თავს კარგად ვგრძნობ. ყატარი ძალიან კარგი და მშვიდია, აქ ცხოვრება გადუნებს.
როგორც კი დავასრულებ კარიერას, პირველი, რისი გაკეთებაც მსურს – გავემგზავრო მადრიდში და ავიღო მწვრთნელის ლიცენზია. ეს 2018-2019 წელს მოხდება.
ჩემი მიზანია – ვიმუშაო “ბარსელონაში” მწვრთნელის სტატუსით, მაგრამ აქ საინტერესო პროექტი მაქვს. ყატარში სურთ, რომ 2022 წლის მუნდიალამდე დავრჩე და მათ დავეხმარო.
– როგორი იდეები გსურთ მიაწოდოთ თქვენს ფეხბურთელებს?
– ისინი უკვე ძალიან კარგად არიან ფორმირებულები. მე რადიკალური იდეა მაქვს ფეხბურთზე – თამაში შეტევაში, ბურთის ფლობით. ფეხბურთს სხვაგვარად ვერ ვხედავ.



