დღეს დიდი დღეა, რადგან დღეს “ბარსელონას” მოუწევს აღმოფხვრას პსჟ-ს 4 ბურთიანი უპირატესობა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში, რომელიც “კამპ ნოუზე”, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება. ლუის ენრიკემ დაასახელა 18-კაციანი განაცხადი, რომ გააკეთოს აქამდე შეუძლებლად მიჩნეული.
განაცხადში “სელტასთან” მატჩის განაცხადთან შედარებით ის ცვლილებაა, რომ ანდრე გომეშმა დენის სუარესი ჩაანაცვლა. გალისიელი ნახევარმცველის გარდა, ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ხორდი მასიპი. ტრავმის გამო “ბარსას” ალეიშ ვიდალი და ჟერემი მატიე დააკლდება.
სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, უმტიტი.




დენისი უნდა ყოფილიყო გომეშის ნაცვლად
Shtego xerarda maske into
Roberto raketa busi ini
Msn
აბა წარმატებები
Gomeshi ar gamoiyvanos tore gavgijdebi
ოღონდ გომეში არ დამანახოთ ძირითადში