“ოქროს ბურთის” ლაურეატი, ლეგენდარული რონალდინიო ყოფილი კლუბის, “ბარსელონას” ღირსებას კიდევ ერთხელ დაიცავს. Daily Mail-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი “ბარსას” რიგებში 28 აპრილს, ბეირუთში დაბრუნდება.
სწორედ აქ შედგება “ბლაუგრანასა” და მადრიდის “რეალის” ლეგენდების შეხვედრა. შემადგენლობები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ რონალდინიომ დაადასტურა, რომ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც იცით, 30 ივნისს, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი შედგება.



