მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტოიჩკოვი: “მესიმ “ბარსასთან” კონტრაქტი 6 თვის წინ გაახანგრძლივა”

სტოიჩკოვი: “მესიმ “ბარსასთან” კონტრაქტი 6 თვის წინ გაახანგრძლივა”

“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი ხრისტო სტოიჩკოვი კატალონიური კლუბის ვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

სტოიჩკოვს ჰკითხეს, მისი აზრით, გაახანგრძლივებს თუ არა არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს, რაზეც მან შემდეგი განცხადება გააკეთა: “მესიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 6 თვის წინ გაახანგრძლივა”, – სტოიჩკოვის ამ სიტყვებს კატალონიური Sport ავრცელებს.

ესპანურ პრესაში, ბოლო დროს, მესის კატალონიურ გრანდთან ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხი საკმაოდ ხშირად განიხილება. ფეხბურთელის მამამ, ხორხე მესიმ, ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ მისი შვილის “ბარსელონასთან” კონტრაქტის არგახანგრძლივების წინაპირობა არ არსებობს.

მესის მიმდინარე კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან ძალაშია 2018 წლის ივნისამდე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში