“ბარსელონას” ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო ამჟამად ახალ ორლეანში იმყოფება, სადაც NBA-ს ვარსკვლავების უიქენდი გაიმართა.
კატალონიური კლუბის ელჩის სტატუსით, ბრაზილიელმა ლეგენდამ “გოლდენ სთეით უორიორსის” გამთამაშებელს, სტეფ კარის “ბარსელონას” მაისური გადასცა. NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩი 20 თებერვალს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.



