ბუქმეიქერებმა გვარდიოლას “ბარსელონაში” დაბრუნების შანსები შეაფასეს

ბუქმეიქერებმა გვარდიოლას “ბარსელონაში” დაბრუნების შანსები შეაფასეს

ბოლო დროს პრესაში აქტიურად იწერება იმასთან დაკავშირებით, რომ მომდევნო სეზონიდან “ბარსელონას” ახალი მწვრთნელი ჩაიბარებს, თუმცა საკითხავია ვინ იქნება ეს.

ბუქმეიქერები ფიქრობენ, რომ, დიდი ალბათობით, კატალონიურ კლუბს სათავეში “სევილიას” არგენტინელი თავკაცი ხორხე სამპაოლი ჩაუდგება, მას კოეფიციენტი 3,46 აქვს მინიჭებული. შემდეგ მოდიან: როანლდ კუმანი (4,50), ტომას ტუხელი (6,0), ჰრისტო სტოიჩკოვი (51,00) და გუს ჰიდინკი (67,00).

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედივთ, მესი გვარდიოლას დაუკავშირდა და დაბრუნება სთხოვა. ბუქმეიქერულმა კანტორამ პეპის დაბრუნების შანსებიც შეაფასა და მას 8,0 კოეფიციენტი მიენიჭა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი