“პარი სენ-ჟერმენის” ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ გუნდის ცენტრალური მცველი, ტიაგო სილვა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩს გამოტოვებს, რომელიც 14 თებერვალს “ბარსელონას” წინააღმდეგ გაიმართება.
ბრაზილიელს დღევანდელ სავარჯიშო სესიაში მონაწიელობა არ მიუღია. ის შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა.
ტიაგო სილვას კუნთის პრობლემები აქვს, რომლის გამოც, 10 თებერვალს საფრანგეთის პირველი ლიგის 25-ე ტურის მატჩი გამოტოვა, “ბორდოს” წინააღმდეგ.
ასეთი დანაკლისი კატალონიის “ბარსელონას” ხვალინდელ მატჩში გამარჯვებაში ხელს შეუწყობს.