სილვა: “მესის, სუარესისა და ნეიმარის შეჩერება თითქმის შეუძლებელია”

სილვა: “მესის, სუარესისა და ნეიმარის შეჩერება თითქმის შეუძლებელია”

“პარი სენ ჟერმენის” ცენტრალური მცველი ტიაგო სილვა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.

“ვიცი, რომ ბევრი სამუშაო მაქვს თავისუფალ დროსაც. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მათ საუკეთესო დღე არ ექნებათ. მე ზოგჯერ რატომღაც ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მთვლიან, მაგრამ მესმის, რომ მესის, სუარესისა და ნეიმარის შეჩერება თითქმის შეუძლებელია. მათ შესაჩერებლად საჭიროა მაქიმალური კონცენტრაცია და ლოცვა.

მესი ახლა მეტოქის საჯარიმოსთან ისე ახლოს აღარ მოქმედებს, თუმცა ამის შესაძლებლობა ყოველთვისაა. ის დიდ თავის ტკივილს გიჩენს. ის ძალიან არაპროგნოზირებადია. მას შენს კართან საფრთხის შექმნა ნებისმიერ დროს შეუძლია. მესი გუნდის მაესტროა და “ბარსელონა” ისე თამაშობს, როგორც მას უნდა”, – აცხადებს სილვა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია