მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” სუარესის დისკვალიფიკაციაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა

“ბარსელონამ” სუარესის დისკვალიფიკაციაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა

მოგეხსენებათ, რომ “ატლეტიკოსთან” გამართული სათასო დაპირისპირების შემდეგ “ბარსელონას” ცხრიანი, ლუის სუარესი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

“ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დისკვალიფიკაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, სააპელაციო საჩივარი უკვე შეიტანა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ დისკვალიფიკაცია ძალაშია, მხოლოდ სამეფო თასის მატჩებზე. იმ შემთხვევაში თუ “ბარსას” საჩივარმა არ იმოქმედა, ურუგვაელი ფინალსა და მომდევნო სეზონის პირველ 1/16 ფინალურ შეხვედრას გამოტოვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში