“ევერტონის” მთავარი მწვრთნელის, “ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდ კუმანის აგენტი გვიდო ალბერსი კატალონიური კლუბის მხრიდან ინტერესს ადასტურებს.
“ბარსელონაში” კუმანი 1989-1995 წლებში თამაშობდა, 1998-2000 წლებში კი მთავარი მწვრთნელის დამხმარე იყო.
“არ ვფიქრობ, რომ დე ბური “ბარსელონაში” დაბრუდნება. ფრანკი “ბარსელონას” ისტორიის ნაწილია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ კლუბი სხვა სპეციალისტებს აკვირდება, ისეთებს, როგორიცაა რონალდ კუმანი, რომელიც “ევერტონში” მუშაობს”, – აცხადებს კუმანის აგენტი.


