მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდინიო: “ნეიმარი ვარსკვლავია, მესი – საუკეთესო”

რონალდინიო: “ნეიმარი ვარსკვლავია, მესი – საუკეთესო”

“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო კატალონიური კლუბის ლიდერებზე, ნეიმარსა და ლიონელ მესიზე საუბრობს.

“ნეიმარი ვარსკვლავია. ის დაკისრებულ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევს. უბრალოდ სიამოვნებაა იმის ყურება, რომ კიდევ ერთი ბრაზილიელი ქმნის ისტორიას. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

რომარიომ, როვალდომ და რონალდომ კარი გამიღეს. იგივე გავაკეთე ნეიმარისთვისაც. შესანიშნავია ბრაზილიელების წარმატებების დანახვა, რომლებმაც თავიანთი სახელები “ბარსელონაში” ჩაწერეს. ნეიმარი იმავეს აკეთებს, რაც ადრე ჩვენ გავაკეთეთ.

მესი მსოფლიოს საუკეთესოა. მისი მსგავსი არავინაა. ლეომ ამდენს იმიტომ მიაღწია, რომ მოედანზე თავისი პირველი გასვლიდან დღემდეც არ შეცვლილა. ის ბევრს შრომობს.

იმ დროს, როდესაც მესიმ “ბარსას” მთავარ გუნდში თავისი პირველი გოლი გაიტანა, ფეხბურთის ისტორიის ახალი თავი დაიწყო. მაშინ საგოლე პასი მას მე მივეცი და ვამაყობ, რომ ფეხბურთში მისი პირველი ნაბიჯების ნაწილი ვარ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში