workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “ლამპარს დაიმახსოვრებენ, როგორც ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველს”

ჩავი: “ლამპარს დაიმახსოვრებენ, როგორც ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველს”

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი, ჩავი ერნანდესი, რომელიც ამჟამად “ალ-სადის” ღირსებას იცავს, ფრენკ ლამპარდის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა.

“არ არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ფრენკ ლამპარდი არის საკუთარი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი. კარიერის პიკში მყოფ ფრენკს ნებისმიერი გუნდი ისურვებდა. იგი განსაკუთრებული ტალანტის მქონე ფეხბურთელია, რომელიც თავისი საქმის უზადო პრეოფესიონალიზმით გამოირჩევა.

გავა წლები და ლამპარდს გაიხსენებენ, როგორც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველს. მხოლოდ მან იცის რას გააკეთებს მომავალში, მაგრამ ჩემი სურვილია იგი მწვრთნელად ვიხილო.” – განაცხადა ჩავიმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward