მადრიდის “ატლეტიკოს” ესპანელი კაპიტანი, გაბი ფერნანდესი დისკვალიფიკაციის გამო “ბარსელონასთან” გასამართ საპასუხო მატჩს გამოტოვებს.
მადრიდელთა 33 წლის ნახევარმცველს სამეფო თასის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 3 ყვითელი ბარათი დაუგროვდა. გაბიმ არბიტრისგან გაფრთხილებები “ლას პალმასთან” გამართულ ორივე შეხვედრაში და “ბარსელონასთან” მატჩში მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი “კამპ ნოუზე” 7 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება, შეხვედრას მადრიდელთა მხრიდან გაბი დააკლდება, ხოლო კატალონიელთა მხრიდან – ნეიმარი.
მათთვის გაბი უფრო დიდი დანაკლისია წელს ვიდრე ნემო
უუუფ მაგი მართლა შეღავათი იქნება ბარსასთვის
ნემოს არ ყოფნა დანაკლისი არაა თუ გავითვალისწინებთ რომ ფორმაში არაა და მეორე არდა უკეთ ითამაშებს ატლესთან
რა ღირს ფრენა ბათუმი ბარსელონა?
კამპნოუზე ატლეს შანსი არა აქვს