ლუის ენრიკე: "სანტოსს" შეუძლია ნეიმარისთვის 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მოითხოვოს"

ლუის ენრიკე: "სანტოსს" შეუძლია ნეიმარისთვის 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მოითხოვოს"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელს, ლუის ენრიკემ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში "რაიო ვალიეკანოსთან" გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"მასკერანომ და ბუსკეტსმა ყველაზე მეტი ითამაშეს. ორივე მათგანი გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელია. მათთვის დასვენების საშუალება უნდა მიმეცა, მაგრამ ამისთვის შესაფერისი დრო ვერ შევარჩიე.

სუარესი? მას ყველაფერი რიგზე აქვს.

მოახდენს თუ არა არგენტინული მხარე მესიზე ზეწოლას? ჩვენ ყველას გვინდა, რომ ის მალე გამოჯანმრთელდეს და 100%-ით მზად იყოს.

ვერმალენს ექიმებისგან თამაშის ნებართვა ჯერ არ მიუღია, მაგრამ ის თავს კარგად გრძნობს.

ვისურვებდი თუ არა ერთ დღეს ესპანეთის ნაკრების გაწვრთნას? დიახ, ეს სურვილიც მაქვს და უფრო დიდიც.

ახალი ფეხბურთელების დამატებაზე იანვრიდან მოყოლებული ვმუშაობთ. ის, რასაც მე ვითხოვ და რასაც არ ვითხოვ, საიდუმლოა.

მუნირი და სანდრო, როგორც ყოველთვის, კარგად მუშაობენ. ისინი გუნდს უფრო და უფრო მეტს მატებენ.

რაულის ფებხბურთიდან წასვლა? დარწმუნებული ვარ, ის ამ სპორტში დარჩება, რადგან მას ფეხბურთი უყვარს. უახლოეს მომავალში, მას მწვრთნელად, ან სხვა პოზიციაზე ვიხილავთ.

"სანტოსის" მიერ ნეიმარის დისკვალიფიკაციის მოთხოვნა? მოთხოვნა თავისუფალია. მათ შეუძლიათ არა მხოლოდ 6 თვით, არამედ 6 წლით დისკვალიფიკაცია მოითხოვონ.

რაფაელ ბენიტესის კამათი პერსასთან? პირადად მე აქ, პრესის წარმომადგენლებთან, თავს ბედნიერად ვგრძნობ.

მესის დებიუტიდან 11 წელი გავიდა. მიხარია, რომ ამ 11 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.