ნეიმარის მამა: "ბარსელონამ" "მანჩესტერისგან" ოფიციალური შეთავაზება მიიღო"

ნეიმარის მამა: "ბარსელონამ" "მანჩესტერისგან" ოფიციალური შეთავაზება მიიღო"

"ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარ ჟუნიორის მამამ დაადასტურა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბმა "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ოფიციალური შეთავაზება მიიღო.

"ბარსელონამ" "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ოფიციალური შეთავაზება მიიღო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ ჩემი შვილის გაყიდვას არ აპირებენ. კლუბის წარმომადგენლებმა აზრი გვკითხეს, ჩვენ ვუთხარით, რომ აღნიშნული გარიგებით დაინტერესებულნი არ ვიყავით.

"ბარსელონასთან" კონტრაქტი კიდევ 3 წლით გვაკავშირებს, "იუნაიტედისგან" კი უბრალოდ შეთავაზება მივიღეთ. – ეს ყველაფერი უკვე წარსულია." – განაცხადა ნეიმარის მამამ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისელები ნეიმარის სანაცვლოდ იხდიდნენ იმ თანხას რაც კონტრაქტში უწერია, 190 მილიონ ევროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.