ნეიმარი: "მესი "ოქროს ბურთს" იმსახურებს"

ნეიმარი: "მესი "ოქროს ბურთს" იმსახურებს"

"ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თავისი თანაგუნდელი, არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი "ოქროს ბურთს" იმსახურებს.

"ლეო ფავორიტია. ამ წელს "ოქროს ბურთი" მესის უკვე გარანტირებული აქვს. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ლეომ თავისი მიღწევებით ეს ჯილდო დაიმსახურა.

იმედი მაქვს, განვვითარდები. ვთამაშობ მესისთან ერთად, რომელიც ჩემი კუმირია. თუ სწავლას გავაგრძელებ, შესაძლოა, ერთ დღეს "ოქროს ბურთი" მოვიგო.

რა თქმა უნდა, საუკეთესო სამეულში მოხვედრა მინდა. ჩემთვის ეს შესანიშნავი იქნებოდა".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.