კატალონიის “ბარსელონას” ექსფეხბურთელი, ალენ ჰალილოვიჩი, რომელიც გუნდმა გასულ ზაფხულს უკან დაბრუნების შესაძლებლობით გერმანულ “ჰამბურგში” გაყიდა, პრიმერა დივიზიონში დაბრუნდა.
ახალგაზრდა 20 წლის ხორვატი ნახევარმცველი “ლას პალმასში” იჯარის წესით ითამაშებს, რომლის ვადაც 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, იტყობინება “ჰამბურგის” ოფიციალური ვებ-გვერდი.