workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალენ ჰალილოვიჩი: უბრალოდ მოთმინება მჭირდებოდა

ალენ ჰალილოვიჩი: უბრალოდ მოთმინება მჭირდებოდა

“ბარსელონას” ყოფილმა და ამჟამად “ფორტუნა სიტარდის” ნახევარმცველმა, ალენ ჰალილოვიჩმა კატალონიურ კლუბში გატარებული დრო გაიხსენა.

საკუთარი თავის მჯეროდა, მაგრამ “ბარსასაც” ჰქონდა ჩემთვის გეგმა. ეს იყო შეცდომა, რომელიც დავუშვი… გეგმას არ მივყევი… გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ პირველი სეზონი “ბარსა ბ”-ში უნდა მეთამაშა, შემდეგ ისინი ლა ლიგის კლუბში იჯარით გამიშვებდნენ და მესამე წელს გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

“ბარსაში” პირველი ორი წელი შესანიშნავი იყო, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ მესამე სეზონში, პირველ გუნდში შანსს მივიღებდი… მაგრამ შემდეგ გავაანალიზე, რომ ლუის ენრიკეს იქ არ ვჭირდებოდი.

ვვარაუდობდი, რომ “ბარსაში” კიდევ ერთი წელი დავრჩებოდი, რადგან კარგად ვთამაშობდი. ვიმედოვნებდი, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე წავიდოდი, მაგრამ არ გამომიძახეს და “ბარსამ” გადაწყვიტა, რომ კვლავ იჯარით უნდა წავსულიყავი, ასე რომ ცოტათი იმედგაცრუებული ვიყავი ყველაფრით.

მესამე სეზონში “ბარსას” სურდა, რომ კვლავ იჯარით გავეშვი. მე ეს არ მინდოდა, ამიტომაც ვთქვი, შევე*ი, მე მივდივარ.

ვფიქრობდი, რომ “ბარსაში” ჩავისთან და ინიესტასთან ერთად თამაშს ვიმსახურებდი… როცა ახალგაზრდა ხარ, ფიქრობ, რომ დრო არ გაქვს. უკან ვიხედები და ვხვდები, რომ უბრალოდ მოთმინება მჭირდებოდა.

 – თქვა ხორვატმა ფეხბურთელმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • rivaldo80
    schedule 17 იან 2024, 22:21
    #8

    ციტატა: nika 54

    ციტატა: rivaldo80
    ის გამახსენეთ ფერადკანიანი რომ იყოო თავი ახალი ვიერა რომ ეგონა და გაიქცა არ დაგვაფასა რა გვარი იყო ? 🙄 ვინც ეგრე მოიქაცა ყველამ ჩაიკუკაა


    ალბათ ილაიშ მორიბაზე ლაპარაკობ.
    აი რას წერდა თავის დროზე ლაპორტა, როცა ამან არ გაახანგრძლივა თუ ხელფასს არ მომიმატებთო.
    ბარსელონას მორიბასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
    ახალგაზრდა ფეხბურთელი მაღალ ხელფასს ითხოვს
    რამდენიმე კვირაა კატალონიის ბარსელონა კლუბის აღზრდილ ფეხბურთელთან, ილაიშ მორიობასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა მხარეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ შეთანხმებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ.
    ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ფეხბურთელი ჩვენს აკადემიაში გაიზარდა და არ უნდა სარგებლობდეს იმ ფაქტით, რომ ერთ წელში კონტრაქტი ეწურება. ასეთი საქციელი ჩვენთვის მიუღებელია. ის, რაც ახლა ხვდება – ყველასთვის გზავნილი უნდა იყოს. თუ ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, ესე იგი მას სხვა გადაწყვეტილება აქვს მიღებული.


    ხო ხო მორიბაა 😂😂😂

    ციტატა: me da barca

    ციტატა: rivaldo80
    ის გამახსენეთ ფერადკანიანი რომ იყოო თავი ახალი ვიერა რომ ეგონა და გაიქცა არ დაგვაფასა რა გვარი იყო ? 🙄 ვინც ეგრე მოიქაცა ყველამ ჩაიკუკაა


    მორიბა? მე მას მურაბას ვეძახდი, მაგრამ ტყემალა გამოდგა.


    😂😂😂

  • me da barca
    schedule 17 იან 2024, 21:56
    #7

    ციტატა: rivaldo80
    ის გამახსენეთ ფერადკანიანი რომ იყოო თავი ახალი ვიერა რომ ეგონა და გაიქცა არ დაგვაფასა რა გვარი იყო ? 🙄 ვინც ეგრე მოიქაცა ყველამ ჩაიკუკაა


    მორიბა? მე მას მურაბას ვეძახდი, მაგრამ ტყემალა გამოდგა.

  • nika 54
    schedule 17 იან 2024, 21:39
    #6

    ციტატა: rivaldo80
    ის გამახსენეთ ფერადკანიანი რომ იყოო თავი ახალი ვიერა რომ ეგონა და გაიქცა არ დაგვაფასა რა გვარი იყო ? 🙄 ვინც ეგრე მოიქაცა ყველამ ჩაიკუკაა


    ალბათ ილაიშ მორიბაზე ლაპარაკობ.
    აი რას წერდა თავის დროზე ლაპორტა, როცა ამან არ გაახანგრძლივა თუ ხელფასს არ მომიმატებთო.
    ბარსელონას მორიბასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
    ახალგაზრდა ფეხბურთელი მაღალ ხელფასს ითხოვს
    რამდენიმე კვირაა კატალონიის ბარსელონა კლუბის აღზრდილ ფეხბურთელთან, ილაიშ მორიობასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა მხარეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ შეთანხმებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ.
    ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ფეხბურთელი ჩვენს აკადემიაში გაიზარდა და არ უნდა სარგებლობდეს იმ ფაქტით, რომ ერთ წელში კონტრაქტი ეწურება. ასეთი საქციელი ჩვენთვის მიუღებელია. ის, რაც ახლა ხვდება – ყველასთვის გზავნილი უნდა იყოს. თუ ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, ესე იგი მას სხვა გადაწყვეტილება აქვს მიღებული.

  • rivaldo80
    schedule 17 იან 2024, 20:05
    #5

    ის გამახსენეთ ფერადკანიანი რომ იყოო თავი ახალი ვიერა რომ ეგონა და გაიქცა არ დაგვაფასა რა გვარი იყო ? 🙄 ვინც ეგრე მოიქაცა ყველამ ჩაიკუკაა

  • M10 S9 D11
    schedule 17 იან 2024, 14:54
    #4

    მაგარი ტალანტი გაფუჭდა ამის სახით არადა როგორი იმედი მქონდა თავის დროზე

  • Rolex
    schedule 17 იან 2024, 12:58
    #3

    კაცი..ანია მბაპემს ხმები

    გვარდიოლა
    სპალეტი
    ხავი😂
    ეს თუ დაკერეს ხავიმ და ლაპორტამ არ ვიცი ძმაო ეს ბოლო 1 წელია ბარსელონას ფეხბურთელებზე უფრო ბევრს ლაპარაკობს ვიდრე მადრიდელებზე😂

  • Jorkaeff
    schedule 17 იან 2024, 12:21
    #2

    რომლის ამომგდები იყავი სასტავიდან ნეტა მაცოდინა? რაკეტას, ინის, ხავის, ბუსის, რაფინიას თუ რობერტოს? შენი ადგილი მართლა არ იყო ენრიკეს ბარსაში და კიც მოიგო იმ გუნდმა ყველაფერი.

  • Messiah
    schedule 17 იან 2024, 07:46
    #1

    ეჰ როგორ მეიმედებოდა ეს …