რაკიტიჩი: “ბარსელონაში” სამუდამოდ დარჩენა – ეს ჩემი ოცნებაა”

რაკიტიჩი: “ბარსელონაში” სამუდამოდ დარჩენა – ეს ჩემი ოცნებაა”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, კატალონიურ კლუბში თავის მომავალზე ისაუბრა.

ადრე რამდენიმე უცხოურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა, შესაძლოა, კარიერა “მანჩესტერ სიტიში” ან “იუვენტუსში” გააგრძელოს.

“ბარსელონაში” სამუდამოდ დარჩენა – ეს ჩემი ოცნებაა.

ჩემი წარმომადგენელი, არტურო კანალესი და კლუბის პრეზიდენტი კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომელიც სრულად შესაძლებელია ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი იყოს.

“ბარსელონას” წინადადებაზე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მე უარი არ მითქვამს – ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. მჯერა, რომ კლუბში დავრჩები. მჯერა, რომ არტურო კანალესი და ხოსეპ ბართომეუ შეთანხმდებიან.” – განაცხადა რაკიტიჩმა.

ამ სეზონში, ივან რაკიტიჩმა პრიმერას 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 2 გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი