რაშფორდის ტრანსფერი ხვალ გაოფიციალურდება

რაშფორდის ტრანსფერი ხვალ გაოფიციალურდება

Sport-ის ინფორმაციით, მარკუს რაშფორდის ბარსელონაში ტრანსფერი ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე გაოფიციალურდება.

ეს პროცესი იმიტომ დაყოვნდა, რომ ბარსასა და მანჩესტერ იუნაიტედს ოფიციალური განცხადების ერთდროულად გაკეთება სურთ, ინგლისური გუნდი კი ამჟამად პრესეზონს ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებს.

რაშფორდს ჟოან ლაპორტას ოფისში წარადგენენ, შემდეგ კი ფეხბურთელი, ფოტოების გადასაღებად, კამპ ნოუზე, კატალონიური კლუბის მაღაზიაში მივა. მარკუსმა, შესაძლოა, მედიასთან პრესკონფერენციაც გამართოს.

საღამოს, ტრადიციისამებრ, რაშფორდი, მისი ოჯახის წევრები და კლუბის ხელმძღვანელობა ტრანსფერს ბარსელონას რესტორანში აღნიშნავენ.

მარკუსთან ერთად მისი ძმები – დეინი და დუეინი იქნებიან, რომლებიც მოლაპარაკებებში იღებდნენ მონაწილეობას, ისევე, როგორც აგენტი არტურო კანალესი, რომელმაც კლუბებს შორის შეთანხმებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ინგლისელმა შემტევმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. მან სამედიცინო პერსონალისგან თამაშის ნებათვა მიიღო და აზიურ ტურნეზე გუნდთან ერთად იქნება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (22)

  • nika 54
    24 ივლ 2025, 18:06

    მთელი ოჯახი ესწრებოდა ამის კონტრაქტის შედგენას.