workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
1 - 1
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer
“ბარსელონა”–”ლევანტე”, პრევიუ

“ბარსელონა”–”ლევანტე”, პრევიუ

მოგეხსენებათ დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე კატალონიის “ბარსელონა” “ლევანტეს” უმასპინძლებს კამპ “ნოუზე”. ამ მატჩთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ.

ტექნიკური ინფორმაცია: “პრიმერა”, მე–17–ე ტური, კვირა, 2 იანვარი 2011 წელი, 21:00 საათი.

მთავარი მსაჯი:მიგელ ანხელ პერეს ლასა

სტადიონი: “კამპ ნოუ”

ინფორმაცია მოწინააღმდეგეზე

ადგილი ჩემპიონატში:16 ადგილი–15 ქულა(4 მოგება, 3 ფრე და 9 წაგება) ბურთების შეფარდება:18–26

“ლევანტე” პრიმერაში წელს “რეალ სოსიედადთან” და “ერკულესთან” ერთად გადმოვიდა. “ლევანტე” წელს ძალიან სუსტად გამოიყურება და გასავარდნ ზონასთანაც ახლოსაა. რა თქმა უნდა როგორც სხვა კლუბები, ვალენსიელებიც საკმაოდ გაძლიერდნენ. მათ შეიძინეს ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან. ჩავი ვენტა, სერხიო გონსალესი, დელ ორნო და კაისედო. თუმცა გუნდი დატოვა ერთ–ერთმა ლიდერმა ჩავი გერამ.

მოწინააღმდეგის სუსტი და ძლიერი მხარეები

სუსტი მხარე–ცუდი გუნდური თამაში.

ძლიერი მხარე–შეტევა კაისედოს მეშვეობით.

ეს ეკვადორელი ფეხბურთელი გუნდის ბომბარდირია ამ სეზონში. მან 16 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო. ასევე ძალიან ძლიერია სერხიო გონსალესი. 34 წლის ფეხბურთელს კვლავ შეუძლია ძალიან კარგი პასის გაკეთება, ან შორი მანძილიდან გოლის გატანა.

კლუბში ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერები

მოვიდნენ: ჩავი ტორესი, მუნუა( მალაგა), სტიუანი(ალბასეტე), ჩავი ვენტა(ვალიადოლიდი), სერხიო(დეპორტივო), ხუანფრანი(აეკი), ნანო(ბეტისი), ვალდო(ესპანიოლი), დელ ორნო, იგნასიო გონსალესი(ვალენსია), კაისედო(მანჩესტერ სიტი)

წავიდნენ: ალბერტ სერა(ხირონა), ხორხე პინა(ალბასეტე), ჩავი გერა(ვალიადოლიდი), სენდორსი(მალიორკა), დანი კარილი(ლას პალმასი), მარკ მათეუ(უნიონ რეალი)

გუნდის ახალი ამბები

“ბარსელონა“: პუიოლი მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.

აფელაი არ ითამაშებს

გუნდს პიკე დააკლდება დისკვალიფიკაციის გულისზე

მილიტოს და ჯეფრენს ტრავმა აწუხებთ

“ლევანტე“:გუნდი სამეფო თასზე “რეალთან” 8–0 განადგურდა

ტრავმირებულნი

“ბარსელონა“:პუიოლი,

 “ლევანტე“:–

დისკვალიფიცირებულნი

“ბარსელონა”:პიკე

ლევანტე:–

გუნდების განაცხადები მატჩისათვის

“ბარსელონა“:ვალდესი,პინტო, ალვეში, მილიტო, ბარტრა, ფონტასი, მაქსველი, ადრიანო, აბიდალი, ჩავი, ინიესტა, ტიაგო, მაშერანო, კეიტა, ბუსკეტსი, ბოიანი, პედრო, ვილია, ვასკესი.

“ლევანტე”:რეინა, მუნუა, სერა, ნანო, რობისტე, დელ ორნო, ბალესტეროსი, პალარდო, ნადალი, ლარეა, ჩავი ტორესი, სერხიო, ხუანლუ, სუარესი, ვალდო, კაისედო, სტიუანი, ხისკო.

სავარაუდო შემადგენლობები

“ბარსელონა“: ვალდესი, ალვეში, აბიდალი, მილიტო, ადრიანო, მაშერანო, ჩავი, ინიესტა, ბოიანი, პედრო, ვილია.

“ლევანტე“:რეინა, სერა, რობუსტე, ბალესტეროსი, ნანო, სერხიო, პალარდო, ნადალი, სუარესი, ხუანლუ, კაისედო

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward