რამდენი ადამიანი სტუმრობს “ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდს?

რამდენი ადამიანი სტუმრობს “ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდს?

ცოტა ხნის წინ, UEFA-ს წლიური მარკეტინგული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც საფეხბურთო კლუბების ოფიციალური ვებგვერდების ანალიზსაც ითვალისწინებდა.

მონაცემები დათვლილია 2016 წლის იანვრიდან ივნისამდე. დროის ამ მონაკვეთში, ყველაზე მეტი მომხმარებელი “მანჩესტერ იუნაიტედის” ვებგვერდს ჰყავდა – “წითელი ეშმაკების” საიტს თვეში 8.6 მილიონი ადამიანი სტუმრობდა.

შემდეგ მოდის “არსენალი” (8.5 მილიონი). სამეულში შევიდა კიდევ ერთი ინგლისური გუნდი, “ლივერპული” (7.7 მილიონი).

მეოთხე-მეხუთე ადგილებს ესპანური ფეხბურთის გრანდები, “რეალი” (7.2 მილიონი) და “ბარსელონა” (6.3 მილიონი) იკავებენ.

საუკეთესო ოცეულში ასევე შევიდნენ: “ფენერბაჰჩე” (3.3), “ჩელსი” (3.2), კიევის “დინამო” (3.1), “ბაიერნი” (2.9), “დორტმუნდი” (2.7), “ალ აჰლი” (2.6), პსჟ (2.6), “ლესტერი” (1.9), “ტოტენჰემი” (1.8), “მარსელი” (1.8), “სან პაულუ” (1.75), “სიტი” (1.7), “ზენიტი” (1.6), “გალათასარაი” (1.6), “იუვენტუსი” (1.5).

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია