''ბარსას'' ფეხბურთელები ნაკრებებში

''ბარსას'' ფეხბურთელები ნაკრებებში

''ბარსას'' ძირითადი შემადგენლობა კვლავ შემცირდა. ფეხბურთელებს ნაკრებებში დაუძახეს. ნაკრებში მხოლოდ, პინტოსთვის, აბიდალისთვის, მაქსვლისთვის, ადრიანოსთვის და კეიტასთვის არ დაუძახიათ. 8 მოთამაშე ესპანეთის ნაკრებშია გამოძახებული, მესი, მილიტო და მასკერანო ბუენოს აირესში გაემგზავრება, დანი ალვესი ბრაზილიაში. ხოლო ბოიანს და ჯეფრენს ესპანეთის U21 ნაკრებში უხმეს.
მსოფლიოს ჩემპიონები ევროპის ლაშქრობით იწყებენ
მსოფლიოს დაპყრობის შემდეგ, ესპანელები ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის დაცვას იწყებენ. პარასკევს ისინი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს ლიხტენშტეინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მომავალ სამშაბათს კი, ვალდესი, პუიოლი, პიკე, სერხიო, ინიესტა, ჩავი, პედრო და ვილა ბუენოს აირესში, მილიტოს, მესის და მასკერანოს არგენტინას შეხვდებიან.
ძირითადი გუნდის მოთამაშეები, ჯეფრენი და ბოიანი გამოძახებულნი არიან ''ბარსა B'' ფეხბურთელებთან რუბენ მინოსთან და ტიაგო ალკანტარასთან ერთად, ესპანეთის U21 ნაკრებში. რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ატარებს ჰოლანიელთა წინააღმდეგ.

წყარო: FCBarcelona.Com


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.