რუდი გარსია: "ბარსელონასთან" ფრე დიდი მიღწევაა"

რუდი გარსია: "ბარსელონასთან" ფრე დიდი მიღწევაა"

იტალიური "რომას" მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია "ბარსელონასთან" გუშინ გამართულ დაპირისპირებაზე (1:1) საუბრობს და აცხადებს, რომ მისმა გუნდმა დასახული გეგმის მიხედვით იმოქმედა.

"ეს შედეგი, ჩვენთვის, მნიშვნელოვანია. "ბარსელონასთან" ფრე დიდი მიღწევაა. დაფიქსირებული ანგარიში დამაჯერებლობას შეგვმატებს.

ტაქტიკურად ძალიან კარგად ვიმოქმედეთ. ჩვენი ყველა ფეხბურთელი სრულად დაიხარჯა. შეგვეძლო, კონტრშეტევებზე უკეთ გვემოქმედა და დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო კარგები ვყოფილიყავით, მაგრამ უამისოდაც კმაყოფილი ვარ, რადგან გუნდმა დასახული გეგმა თითქმის სრულად შეასრულა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.