ნაინგოლანი რაფინიას: "იმედი მაქვს, მალე დაბრუნდები"

ნაინგოლანი რაფინიას: "იმედი მაქვს, მალე დაბრუნდები"

იტალიური "რომას" ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი, რომელმაც, გუშინდელ მატჩში, რაფინია ალკანტარას მძიმე ტრავმა მიაყენა, "ბარსას" ბრაზილიელ ფეხბურთელს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"გამარჯობა რაფინია. თავს ცუდად ვგრძნობ. შენთვის ზიანის მოყენება ჩემი მიზანი არ ყოფილა. იმედი მაქვს, მოედანს მალე გიხილავ." - დაწერა ნაინგოლანმა თავის ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ ნაინგოლანთან ორთაბრძოლის დროს მიღებული ტრავმის გამო, რაფინია ფეხბურთს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.