ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალის პირველ მატჩში კატალონიის “ბარსელონას” სამხრეთ ამერიკულმა ტრიომ (ლიონელ მესი, ლუის სუარესი და ნეიმარი) შესაძლოა, არსებობის ისტორიაში საიუბილეო მე-300 გოლი გაიტანოს.
Marca-ს თანახმად, MSN-ს ანგარიშზე 297 გოლია. აღსანიშნავია, რომ ლათინოამერიკელი ლეგიონერები კლუბს ამ კვირაში დაუბრუნდნენ, რის გამოც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი სათადარიგოთა სკამზე დატოვოს.
მატჩი “ბარსელონასა” და ბილბაოს “ატლეტიკს” შორის სტადიონ “სან მამესზე” 6 იანვარს გაიმართება (00:15).




ვიღაცა ურეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეევსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს!!!!!!!!!!!!!!