“ევერტონის” მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, რომელიც წარსულში “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, კატალონიური კლუბის ინტერესის სფეროში მოხვდა.
Sportitalia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” 53 წლის ჰოლანდიელ სპეციალისტთან წინასწარი მოლაპარაკება უკვე აწარმოა. კატალონიური კლუბი კუმანში ლუის ენრიკეს შემცვლელს ხედავს, რომელსაც “ბლაუგრანასთან” მიმდინარე ხელშეკრულება ჯერჯერობით არ გაუხანგრძლივებია.
კუმანმა არაერთხელ გამოთქვა კატალონიის “ბარსელონას” გაწვრთნის სურვილი. მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ პრიორიტეტულ ვარიანტად “ატლეტიკის” თავკაცი, ერნესტო ვალვერდეც ითვლება.


