მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სად ისვენებენ “ბარსელონას” ფეხბურთელები?

სად ისვენებენ “ბარსელონას” ფეხბურთელები?

საშობაო არდადეგებზე კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მიმოიფანტნენ. ესპანური გრანდის მოთამაშეებმა კარგად უნდა დაისვნენონ იმისთვის, რომ სეზონის ყველაზე მთავარ ნაწილს სრული ძალებით შეხვდნენ. სად ისვენებენ “ლურჯ-ბროწეულისფრები”?

Barcastuff-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟერარ პიკე და შაკირა კოლუმბიაში გაემგზავრნენ. მომღერალმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა სადაც ის და თავისი მეუღლე ბარანკილიის ერთ-ერთ რესტორანში გულშემატკივრების გარემოცვაში არიან.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა უპირატესობა ავსტრიის ალპების მთათა სისტემას მიანიჭა.

ლიონელ მესი ოჯახით ტრადიციულად მშობლიურ როსარიოში გაემგზავრა. ინტერნეტ სივრცეში უკვე გავრცელდა არგენტინელის ფოტო, სადაც ის მეგობრებთან ერთად, სპეციალურად ორგანიზებულ პიკნიკზე იმყოფება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში