მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონაში” დარწმუნებულები არიან, რომ ინიესტა კლუბს არ დატოვებს

“ბარსელონაში” დარწმუნებულები არიან, რომ ინიესტა კლუბს არ დატოვებს

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დარწმუნებულია, რომ გუნდის კაპიტანი, ანდრეს ინიესტა კლუბს არ შეიცვლის.

თუმცა, როგორც AS იტყობინება, კატალონიურ კლუბში ესმით, რომ ესპანელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება ადვილი ამოცანა არ იქნება. თავად ინიესტამ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ კარიერის დასრულება “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში სურს.

ბოლოს ინიესტამ “ბარსელონასთან” ხელშეკრულება 2013 წელს, 2018 წლამდე გაახანგრძლივა. ესპანურ გრანდში კვლავ სურთ მისი კონტრაქტის გახანგრძლივება, თუმცა არ იციან, თუ როგორ მოთხოვნებს წამოაყენებს ინიესტა. თავის მხრივ, ფეხბურთელს კლუბისგან ჯერ-ჯერობით არანაირი წინადადება მიუღია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში