კატალონიის “ბარსელონასა” და თურქეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, არდა თურანი “გუანჩჟოუ ევერგრანდის” სატრანსფერო პრიორიტეტი გახდა, იტყობინება Goal.
წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინური კლუბი მზადაა შესთავაზოს 29 წლის ფეხბურთელს მომგებიანი კონტრაქტი.
საუბარია 50 მილიონი ევროს ღირებულების სამწლიან ხელშეკრულებაზე. თუმცა, არდა თურანს “ბარსელონაში” დარჩენა სურს.


