კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვალენსიას” მარჯვენა მცველი ჟოაუ კანსელუ “ბარსელონაში” ზაფხულში გადავა. წყაროს ცნობით, კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალები უკვე შეათანხმა.
22 წლის პორტუგალიელის აგენტი ჟორჟე მენდეში “ბარსელონასთან” საიდუმლო მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებდა და მას გარიგების იანვარში გაფორმება სურდა, თუმცა კატალონიელებმა ტრანსფერის ზამთარში განხორციელება არ ისურვეს და ის ზაფხულისთვის გადადეს.
ამ ეტაპზე, მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ. გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” კანსელუ 30 მილიონი ევრო დაუჯდება.
კანსელუ “ვალენსიაში” 2015 წლიდან თამაშობს. ღამურების მაისურით მან 59 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.