“ბარსელონას” ესპანელი ნახევარმცველი პაკო ალკასერი კატალონიური გუნდის მაისურით სადებიუტო გოლის გატანის შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მას მხოლოდ კლუბის წევრების აზრი აღელვებს.
“ჩემთვის, მნიშვნელოვანია ლუის ენრიკესა და თანაგუნდელების აზრი. სხვების მოსაზრებები კი დიდად არ მაინტერესებს.” – განაცხადა ალკასერმა “ერკულესთან” 7:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ.


