2005 წლის 19 დეკემბერს საერთაშორისო საფეხბურთო ფედერაციამ, ციურიხში წლის საუკეთესო ფეხბურთელის თაობაზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები შეაჯამა. გამარჯვებული გახდა “ბარსელონას” ყოფილი შემტევი რონალდინიო, რომელმაც 956 ქულა მოაგროვა.
1976 წლის 19 დეკემბერს ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში “ბარსელონამ” გასვლით მატჩში “ესპანიოლის” დამარცხება შეძლო. მასპინძელმა გუნდმა 2 ბურთიანი სხვაობა შეამცირა (2:2), მაგრამ ბოლო წუთებში ნეესკენსმა გამარჯვების გოლი გაიტანა (2:3) და “ბლაუგრანას” გამარჯვება მოუტანა.
2009 წლის 19 დეკემბერს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, კატალონიის “ბარსელონამ” არგენტინული “ესტუდიანტესი” დაამარცხა (2:1). ძირითადი დროის ბოლო წუთზე პედრო როდრიგესმა ანგარიში გაათანაბრა, მეორე ექსტრა ტაიმში კი, ლიონელ მესიმ მეტოქის კარში ბურთი მკერდით გადაგზავნა და “ბარსელონას” გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
“ბლაუგრანა” ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი კლუბი, რომელმაც ერთ კალენდარულ წელიწადში ექვსივე ოფიციალური ტიტული მოიგო.
[media=https://www.youtube.com/watch?v=KfDfQRadQlM]
televizortan kargad dajeqi da gvedii sheikai ar gadmovarde 😀
Reali chem fexebs moigebs
წელს ლა ლიგის მოგება ნამეტანი რთული იქნება რეალი მაგარ ხოდზეა და ტრაკებს მოიხნავენ ქვეყნის ჩემპიონობისთვის მაგრამ იმედი მაინც მაქ რომ ლა ლიგაზე ბარსა ღირსეულათ ითამაშებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას მაქ საქმე სხვა გვარათ არი პსჯ-ს ბარიერი თუ გადავლახეთ ალბათ ნებისმიერ მეტოქეს მოვუგებთ, მთავარია რეალმა არ მოიგოს.