კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ ანდრეს ინიესტასა და ლიონელ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურის მატჩში “ბლაუგრანამ” “ესპანიოლი” დამაჯერებლად დაამარცხა (4:1). “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ათიანმა აქტივში გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა, ინიესტამ კი – შედეგიანი გადაცემა.
“მესისა და ინიესტას თამაში გულშემატკივართა მოლოდინს ამართლებს. ახლა “რეალს” ჩამოვრჩებით, მაგრამ სხვაობის შესამცირებლად ყოველთვის კომპაქტურად თამაში უნდა გავაგრძელოთ და არ დავბადოთ ეჭვები.”-ციტირებს მასკერანოს სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური საიტი.
მოცემულ მომენტში “ბარსელონა” 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს.



