workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიკე სანჩეს ფლორესი: “გამარჯვების მჯერა”

კიკე სანჩეს ფლორესი: “გამარჯვების მჯერა”

“ესპანიოლის” მთავარი მწვრთნელი კიკე სანჩესი ფლორესი ვერ ხედავს ვერაფერს უტოპიურს იმ აზრში, რომ მის გუნდს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურის მატჩში, “ბარსელონას” დამარცხება შეუძლია.

“იმისათვის, რომ რაღაც მოხდეს, უნდა წარმოვიდგინოთ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვიქმნი განწყობას, რომ მჯეროდეს გამარჯვების. ხშირად წარმოვიდგენ შედეგს. ვიცი, თუ რამდენად რთული იქნება “ბარსას” დამარცხება. მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელები ამაში დარწმუნებულები იყვნენ.” -ციტირებს ფლორესის სიტყვებს Marca.

კატალონიური დერბი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward