workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალავესი ლოგო

ალავესი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
კიკე სანჩეს ფლორესი: ბარსელონაში სუსტ წერტილებს ვერ ვხედავ

კიკე სანჩეს ფლორესი: ბარსელონაში სუსტ წერტილებს ვერ ვხედავ

calendar_month მატჩის დრო: 31 ოქტომბერი, 23:55
bolt მოკლედ
"ალავესის" მთავარი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი "ბარსელონას" ძლიერ მხარეებზე საუბრობს. ესპანელი სპეციალისტი აღიარებს, რომ მეტოქის თამაშში სისუსტეები ვერ აღმოაჩინა, თუმცა დარწმუნებულია, რომ მის გუნდს გამარჯვების შანსი ექნება.

“ალავესის” მთავარმა მწვრთნელმა კიკე სანჩეს ფლორესმა “ბარსელონასთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კატალონიური გუნდი შეაქო, თუმცა აღნიშნა, რომ მისი დამარცხება შესაძლებელია.

“ბარსელონაში” სუსტ წერტილებს ვერ ვხედავ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ასეთი სისუსტე არ შეიძლება გამოვლინდეს.”

ესპანელმა სპეციალისტმა აღიარა, რომ მის გუნდს ძალიან რთული შეხვედრა ელის, რადგან მეტოქე ბევრ რამეს უმაღლეს დონეზე აკეთებს.

“ეს ძალიან რთული მატჩი იქნება. “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატსა და ევროპაში ერთ-ერთი სამაგალითო გუნდია. მის თამაშში არის მყარად დამკვიდრებული ელემენტები, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია, რადგან მათ ძალიან კარგად ასრულებს.”

სანჩეს ფლორესმა “ბარსელონას” სათამაშო სტილზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გუნდის დაცვაში პროგრესს დაუთმო.

“ბარსელონა” კარგად თამაშობს. შეტევის დროს სწორ პოზიციებს იკავებს და დაცვაში მოქმედებაც გააუმჯობესა.”

“ალავესის” მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაში მის ფეხბურთელებს შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისკენ უბიძგებს.

სანჩეს ფლორესი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს გოლის გატანის შესაძლებლობები ექნება, თუმცა ამისთვის შანსების მაქსიმალურად გამოყენება და დაცვაში შეცდომების მინიმუმამდე შემცირება იქნება საჭირო.

“ძალიან ზუსტები უნდა ვიყოთ და მეტოქეს რაც შეიძლება ნაკლები შესაძლებლობა მივცეთ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • joy
    joy გულშემატკივარი
    schedule 31 ოქტ 2026, 12:25

    გუშინ ძირითადი ფეხბურთელების გარეშე პსჟმ 5-1 მოიგო და 3 გოლი+2 ასისტი ჰაკიმის ქონდა! მთელი სეზონი ვერ მოაგროვებს ბარსას დაცვა ამდენს! ფლიკისთვის დამცველის ეტალონი არის მარტინი!

  • Mr.Vadelman
    Mr.Vadelman გულშემატკივარი
    schedule 31 ოქტ 2026, 12:06

    ამიტომ ხარ ალავესის მწრთვნელი, ამათ სუსტ წერტილს რო ვერ პოულობ, თორე გრანდებიდან ვისაც მოუნდა და მოინდომა ყველამ უპოვა 🙂