ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ხავიერ კლემენტემ კატალონიის “ბარსელონას” ლიდერს, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის პარალელი გაავლო. შედარება არგენტინელი ლეგენდის სასარგებლოდ მოხდა.
“რონალდუსა და მესის ერთ პერიოდში მოუწიათ თამაში. კრიშტიანუ შესანიშნავი ფეხბურთლია, მაგრამ ლეო უფრო ძლიერია.
თავის დროზე კრუიფი, პელე და მარადონაც თამაშობდნენ სხვა ფეხბურთელებთან ერთად. მოცემულ მომენტში მსოფლიოში საუკეთესო ლიონელ მესია.” – განაცხადა კლემენტემ.

