Mundo Deportivo იტყობინება რომ, კატალონიის “ბარსელონამ” კარლოს ბაკასადმი ინტერესის თაობაზე გავრცელებული ჭორები უარყო.
იტალიურმა მედიამ ბოლო დროს კოლუმბიელი ფეხბურთელის “სევილიაში” შესაძლო დაბრუნების თაობაზე არაერთხელ დაწერა. ამის შემდეგ მათ გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიურმა კლუბმა პაკო ალკასერი შეიძლება ბაკაში გაცვალოს, რაც ესპანური გრანდის გეგმებში არ შედის.
ალკასერი “ბარსელონას” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა. პაკომ ოფიციალურ მატჩებში გოლის გატანა ვერ მოახერხა. რაც შეეხება ბაკას, კოლუმბიელმა იტალიის ჩემპიონატში 13 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


