ისტორიაში პირველად - ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 ესპანური კლუბი ითამაშებს

ისტორიაში პირველად - ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 ესპანური კლუბი ითამაშებს

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა "მონაკოსა" და "ვალენსიას" შორის გამართული შეხვედრა და ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ღამურები" ითამაშებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისტორიაში ესპანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 წარმომადგენელი ეყოლება. ეს გუნდები არიან: "ბარსელონა", "რეალი", "ატლეტიკო", "სევილია" და "ვალენსია".

"სევილიამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება გასულ სეზონში ევროპის ლიგის მოგების წყალობით მოიპოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.