მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე:”ფეხბურთელები მედიის შეტევას გრძნობდნენ”

პიკე:”ფეხბურთელები მედიის შეტევას გრძნობდნენ”

კატალონიის “ბარსელონას” მცველი, ჟერარ პიკე მედიის მუშაობით უკმაყოფილოა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ხშირად ჟურნალისტები არაობიექტურები არიან და საკუთარი საქმით არ კავდებიან.

“ბოლო დროს კლუბები და ფეხბურთელები მედიის შეტევას გრძნობდნენ. ისინი სპორტული ჟურნალისტიკით არ კავდებიან. ვიცი, რომ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც საკუთარ სამუშაოს კეთილსინდისიერად ასრულებენ. დღეს სისწრაფე, სიზუსტესა და სიმართლეს ურჩევნიათ. თანდათან ფეხბურთელები პრესისგან დამოუკიდებლები ხდებიან და მას უფრო და უფრო იშვიათად იყენებენ.

რამდენიმე ჩვენგანს სოციალურ ქსელში უფრო მეტი გამომწერი ჰყავს, ვიდრე ესპანეთის ყველაზე მოთხოვნად პრესას.” – განაცხადა პიკემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში