კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიონელ მესი “ბლაუგრანასთან” ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, იტყობინება AFP.
“რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია მამშვიდებს. მესი იმ მოთამაშეთა სიაში შევა, რომლებიც ხელშეკრულებას გაახანგრძლივებენ და სურვილისამებრ, ჩვენი ოჯახის ნაწილად დარჩებიან. როცა შეთანხმება ოფიციალურად დადასტურდება, ამას ერთად აღვნიშნავთ.” – განაცხადა ენრიკემ.
არგენტინელის მოქმედი ხელშეკრულება 2018 წლამდეა გათვლილი. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესის “ბარსასთან” კონტრაქტის გახანგრძივება არ სურს. მედიამ გუნდის ლიდერი “მანჩესტერ იუნაიტედს”, “ინტერსა” და “პარი სენ-ჟერმენს” დაუკავშირა.



